აიბი მთიების უმაღლესი სკოლაში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ინჟინერიის საორიენტაციო შეხვედრა ჩატარდა.
მოწვეულ სტუმრებს აიბი მთიების პარტნიორი – თავისუფალი უნივერსიტეტიდან წარმოადგენდნენ:
მერიკო გოგოლაძე და ნატალია ხუბაშვილი – კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებების პროგრამის კოორდინატორები.
სპიკერებმა მომავალ სტუდენტებს აღნიშნული სფერო გააცნეს, ესაუბრნენ სწავლების სპეციფიკაზე, პროფესიულ მიმართულბებსა და დასაქმების პერსპექტივებზე.