აიბი მთიების დაწყებითი სკოლა
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პროექტი – “ორი ავტორის შეხვედრა”, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა თავისუფალი აზრის განვითარებას, შემოქმედებითი წერის კომპონენტებსა და სასცენო ოსტატობის შესწავლას.
აიბი მთიების დაწყებით სკოლაში პროექტი “კრეატივის” ფარგლებში განხორციელდა ღონისძიება, რომელშიც V და VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა:
- სიღრმისეულად დაამუშავეს ასტრიდ ლინდგრენის, რევაზ ინანიშვილის, მარკ ტვენისა და ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიები და შემოქმედება.
- აქტიურად აწარმოებდნენ დღიურებს, შექმნეს კომიქსები და ეპისტოლური ხასიათის ტექსტები.
- წარმოადგინეს საკუთარი თვალით აღქმული პერსონაჟთა რაობა და ნაწარმოების მთავარი სათქმელი.
- ყოველივეს თეატრალური წარმოდგენა და მუსიკალური ნომრები აფორმებდა.
პროექტი წარიმართა STEAM განათლების სისტემით, სადაც ერთობლივად იმუშავა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, ავტორის საათმა და ART სახელოსნომ.
პროექტის სცენარისტი და მედიატორი იყო ავტორის საათის პედაგოგი, ფილოლოგი ლევან კაკლიანი.