აიბი მთიების დაწყებითი სკოლა
იაპონელი ქართველოლოგისა და მთარგმნელის იასუჰირო კოჯიმას ვიზიტი აიბი მთიების დაწყებით სკოლაში.
მე-6 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პროექტის ფარგლებში, შეხვდნენ იაპონელ მთარგმნელ იასუჰირო კოჯიმას, რომელმაც იაპონელი მკითხველისთვის არაერთი ქართველი მწერლის შემოქმედება თარგმნა, მათ შორის პირველი იყო ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, სადაც იასუჰირომ ისაუბრა ნოდარ დუმბაძის შემოქმედების თარგმანებსა და მის შთაბეჭდილებებზე. მან ასევე, მოსწავლეებს წაუკითხა ნაწყვეტი იაპონურად თარგმნილი მოთხრობიდან “ჰელადოს”.