აიბი მთიები
აიბი მთიებში წარმატებით წარიმართა და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისობით შეფასდა ISO 45001-ის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის გარე აუდიტი.
აუდიტის დროს შემოწმდა:
- შრომის უსაფრთხოების ნორმებთან სკოლის თავსებადობა,
- შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის პროცესების მართვის სისტემა,
- უსაფრთხოების ნორმები, მატერიალური რესურსი და სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა,
- სამედიცინო ინვენტარი და მისი გამოყენების ფორმები,
- სურსათის უვნებლობის რეგულაციების დაცვა,
- ინციდენტების მართვა, ჩატარებული სამუშაოები და აღწერის დოკუმენტაცია,
წლიური და სამომავლო სამოქმედო გეგმები.
აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრები
- აიბი მთიების გენერალურ დირექტორ ნინო ჩიკვაიძესთან,
- ხარისხისა და განვითარების მენეჯერ სალომე ჩხეიძესთან,
- დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლის მმართველ გუნდებთან,
- სკოლის ადმინისტრატორებთან, ოფის მენეჯერთან, ექიმთან, ფსიქოლოგთან, დღის რეჟიმის მენეჯერსა და სასადილოს ხელმძღვანელთან.