აიბი მთიების უმაღლესი სკოლა
„დაინახე მომავალი” – აიბი მთიების ახალი პროექტი უფროსკლასელთათვის:
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს აიბი მთიებს ეწვია საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხის) გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, რომელმაც საინტერესო შეხვედრა გამართა ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებთან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სატელევიზიო პროფესიების სიღრმისეულ გაცნობას, პრაქტიკული სამუშაოს ფორმატის ჩვენებას უშუალოდ სატელევიზიო სივრცეში, თუ როგორ მზადდება გადაცემები, როგორ მუშაობს ტელევიზია და რადიო, ვინ არიან ადამიანები ვინც უზრუნველყოფს მაუწყებლობას და როგორია თანამედროვე სამყაროს მორგებული ტელევიზია და ჟურნალისტის პროფესია.
დღევანდელმა შეხვედრამ ასევე საფუძველი ჩაუყარა აიბი მთიებსა და ტელევიზიას შორის სამომავლო თანამშრომლობას.
შეხვედრის ორგანიზატორი იყო აიბი მთიების ჰუმანიტარული სკოლის კონსულტანტი და პედაგოგი, ასევე პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გია მურღულია.