აიბი მთიების უმაღლესი სკოლა
აიბი მთიების ტექნიკური მიმართულების მოსწავლეები ტექნოლოგიების სფეროს მიმართულებით ცოდნას იღრმავებენ.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში დაიგეგმა ვიზიტი ალტე უნივერსიტეტში, სადაც მოსწავლეებს უმასპინძლა ნანა დიხამინჯიამ – ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორმა, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორმა, რომელმაც ჩაატარა ლექცია თემაზე: თანამედროვე სამყარო – ტექნოლოგიური ცვლილებები და მათი როლი ჩვენს ყოველდღიურობასა და სხვადასხვა პროფესიებში, კომპიუტერული ინჟინერია და მანქანური დასწავლა, როგორც ახალი პროფესიული შესაძლებლობა