აიბი მთიების უმაღლესი სკოლა
აიბი მთიების ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეები ეცნობიან მათთვის საინტერესო პროფესიებს
უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ვინც იურიდიული მიმართულებით, სისხლის ანდა სამოქალაქო სამართლის განხრით აპირებენ სწავლის გაგრძელებას, საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში გაეცნენ ამ სფეროში მოღვაწეობის სპეციფიკებს და ესტუმრნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს, სადაც მოსწავლეებს უმასპინძლა სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გივი ლობჟანიძემ და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნინო ბოჭორიშვილმა, ისინი მოსწავლეებს ესაუბრნენ სამართლის მიმართულების პროფესიებსა და ძირითად საქმიანობებზე.
ასევე მოსწავლეებისთვის კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში პრაქტიკული საგამოძიებო მოქმედებების კურსი გაიმართა, რომელიც წარმართა კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა დავით ჩაგუნავამ.
გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის