აიბი მთიების უმაღლესი სკოლა
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ჩატარდა შემდეგი შეხვედრები:
ჰუმანიტარული მიმართულების მოსწავლეთათვის:
გაიმართა პანელური დისკუსია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ბავშვთა უფლებების შესახებ, წარმართა მარიამ მელქაძემ – იურისტი, პროექტის კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება.
საბუნებისმეტყველო მიმართულების მოსწავლეთათვის: დაიგეგმა ვიზიტი ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკში, სადაც სამედიცინო დირექტორმა მარინე სრესელმა წარმართა შეხვედრა სისხლის ბანკის საქმიანობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, მოსწავლეებს გააცნო ლაბორატორიული საქმიანობა და კომპონენტების დამზადების მეთოდები