აიბი მთიების უმაღლესი სკოლა
აიბი მთიებში STEAM განათლების სისტემის განხორციელება დაიწყო.
STEAM არის სინქრონიზებული სწავლების მიდგომა, რომელიც მოითხოვს მიზანმიმართულ კავშირს და სტანდარტებს შეფასებებსა და გაკვეთილის მოდელს შორის. STEAM-ის ჭეშმარიტი გამოცდილება მოიცავს ორ ან მეტ სტანდარტს მეცნიერებიდან, ტექნოლოგიებიდან, ინჟინერიიდან, მათემატიკიდან და ხელოვნებიდან, რომლებიც უნდა ისწავლებოდეს და შეფასდეს ერთმანეთის მეშვეობით.
STEAM განათლების მნიშვნელოვანი პუნქტებია კვლევა-ძიება, თანამშრომლობა და პროცესზე დაფუძნებული სწავლება.
პროექტი წარიმართება მე-10 და მე-11 კლასის ტექნიკური მიმართულების მოსწავლეებისთვის, ისინი შეისწავლიან რობოტიკას, ბიზნეს მოდელირებას და ბიზნეს ინგლისურს.
პროექტი მომზადდა აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მმართველი გუნდის მიერ, სკოლის დირექტორის რამაზ ფარესაშვილისა და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების სკოლის მენეჯერის პაატა დუმბაძის ხელმძღვანელობით, და ამ პროექტის კონსულტანტებად და პედაგოგებად მოწვეულნი არიან:
- დინა ასლამაზიშვილი – დოქტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორი, T&D ექსპერტი, ვირტუალური ტრენერი, ადამიანური ინჟინერია და მენეჯმენტი, აიბი მთიების ტექნიკური მიმართულების STEAM განათლების მოწვეული კონსულტანტი,
- ავთანდილ მღებრიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, აიბი მთიების ტექნიკური სკოლის STEAM განათლების კონსულტანტი.
- თორნიკე დადიანი – არქიტექტორი, აიბი მთიების ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელი.
- ნანა მიგინეიშვილი, ნანა კობახიძე – აიბი მთიების საბუნებისმეტყველო მეცნიერების კათედრა.
- თინა მგელაძე – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის კალკულუსის პედაგოგი,
- ნინო ხუბერაშვილი – აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ბიზნეს ინგლისურის პედაგოგი, დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი. https://fb.watch/fYGW6yZ0lj/