სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით პირველად გაიმართა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“.
ფორუმს დაესწრო 200-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ბიზნესის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმზე მიწვეულნი იყვნენ აიბი მთიების დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი – ნინო ჩიკვაიძე და აიბი მთიების თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი – ანა ჯავახიშვილი.
აიბი მთიები გახდა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) წევრი.