აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა ქართულ ამერიკულმა უნივერსიტეტმა, სადაც მოსწავლეებისთვის ჩატარდა სამედიცინო მასტერკლასი პირველადი დახმარების თემაზე.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა როგორც თეორიული, ასევე მნიშვნელოვანი პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. ინსტრუქტაჟი ჩაატარა ექიმმა მაგდა გერანტიამ, რომელიც გაუს მედიცინის სკოლის ლექტორი და PHTLS კურსის ინსტრუქტორია.
მასტერკლასი გაიმართა ნინო კასრაძის ხელმძღვანელობით, რომელიც გაუს მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი და ამერიკის გულის ასოციაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრის კოორდინატორია.