სამეცნიერო პიკნიკი აიბი მთიებში
პროექტი: “დედამიწა ჩვენი სახლია – გარემო და ორგანიზმები”
ყოველწლიურად საბუნებისტყველო მეცნიერებათა კათედრა საინტერესო და შემოქმედებით პროექტებს ახორციელებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია წლევანდელი პროექტი რადგან ონლაინ და ჰიბრიდული სწავლების შემდეგ ეს იყო პროექტი, სადაც მოსწავლეებს სკოლაში გუნდურად მუშაობისა და კვლევების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდათ, და რომელიც წარმართეს დაწყებითი და საბაზო სკოლის მოსწავლეებმა.
პროექტის ერთ-ერთ მთავარ არსს წარმოადგენა, რომ მოსწავლეებს გაეთავისებინათ ეკოლოგიური პრობლემების სიღრმე – წყლის, ნიადაგის, ჰაერის, დაბინძურების საფრთხეები და შედეგები.
მე- 3/4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თუ როგორ იცავენ თავს “ჩვენი პლანეტელი მეზობლები – ცხოველები”
მე-5/6 კლასის მოსწავლეებმა გაგვიცოცხლეს დედამიწის დიდი ეკოსისტემები – ბიომები, და ყველაფერი ეს ხელნაკეთი მაკეტებით წარმოადგინეს.
პროექტის კეთებისას მოსწავლეებმა გაითავისეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაუფრთხილდენ გარემოს.
საბაზო სკოლის მოსწავლეებმა ეს პროექტი სხვა კუთხით წარმოადგინეს და შეეცადნენ ფიზიკა – ქიმიაში შესწავლილი მასალა ბიოლოგიურ სისტემებში აეხსნათ.
მეცნიერებათა კათედრის მუშაობა შეფასდა უმაღლესი ქულით!
პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო საბუნებისმტყველო მეცნიერებათა კათედრის ყველა პედაგოგი:
- ნანა კობახიძე;
- ნინო კლდიაშვილი;
- ეკა შუბლაძე;
- ეკა ნებიერიძე;
- ლუიზა დოლიძე;
- სოფო მეტრეველი;
- ნუგზარ ბოჭოიძე;
- მანა მიგინეიშვილი;
- ქეთი გოგობერიშვილი;
- სალომე ქადაგიშვილი;
- ნინო ღონღაძე.