აიბი მთიებში 15 აპრილს ხორციელდება პროექტი “მოიარე საქართველო”, რის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა კულტურულ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ.
წელს პირველად აიბი მთიების უმაღლესი სკოლის გასვლით აქტივობაში მონაწილეობენ პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც იზრუნებენ მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემოქმედებითი დღის შექმნაზე.
ამ პროექტის ფარგლებში სკოლაში მოწვეული გვყავდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელი ნინო კეკელიძე.
ის მოსწავლეებს ესაუბრა ტურიზმის სფეროს მნიშვნელობაზე საქართველოში, გააცნო ტურიზმისა და მოგზაურობის სხვადასხვა ტიპები და მოსწავლეებს მისცა რეკომენდაციები და ინსტრუქციები პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გასვლითი აქტივობის შესახებ. სეუს სტუდენტები მოსწავლეებს ესაუბრნენ სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელობაზე და მათთან ერთად სახალისო აქტივობა ჩაატარეს ბუნებაში