2022 წლის 26 მარტს სავაჭრო ცენტრში „თბილისი მოლი’’ Junior Achievement Georgia • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო, USAID/Georgia-ს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ და TBC – თიბისი-სთან თანამშრომლობით, მართავს „მეწარმეობის’’ პროგრამის სწავლებაში ჩართული მინიკომპანიების გამოფენა-გაყიდვას, სადაც წარმოდგენილი იქნება მეწარმეობის პროგრამაში მონაწილე 30 საუკეთესო მინიკომპანიის პროდუქცია.
საქართველოს მაშტაბით შერჩეულ 30 მინი კომპანიას შორის ერთ-ერთი გახლავთ სკოლა პანსიონ IB მთიების 11 კლასის 4 მოსწავლისგან (მარიამ ასლამაზიშვილი; ქეთევან ზაქარიაძე; მარიამ მაჩაიძე; ნიკოლოზ პოპოვი.) შემდგარი მინი კომპანია Clay-Hulukie (თიხის ქმნილებები), რომლებიც 26 მარტს მიიღებენ მონაწილეობას გამოფენა გაყიდვაში. ასე რომ აიბი მთიები მონაწილეობს ამ გამოფენაში და მხარდამჭერებს შეგიძლიათ დაესწროთ. ღონისძიების დასაწყისი 11 სთ.