აიბი მთიების საბაზო სკოლაში ამა წლის 22 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მიმდინარეობდა ინგლისური ენის კათედრის აკადემიური პროექტი „ლაბორატორია“თემებით „ნასა“ და „წიგნის ჭია“. პროექტ „ნასა“-ს ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა „ნასას ეროვნული როლი კოსმოსის სივრცის კვლევაში“, ხოლო პროექტ „წიგნის ჭია“-ს ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს მარკ ტვენის, ჩარლზ დიკენსის და მიჩელის ნაწარმოებებზე. მოსწავლეებმა დაახასიათეს მთავარი გმირები და მათი ცხოვრების წესი შეადარეს რეალურ ეპოქას.