აიბი მთიებში გრძელდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით.
დღე მესამე:
აუდიტორი შეხვდა აიბი მთიების ფსიქოლოგს ნანა გოგიჩაიშვილს, სადაც განიხილეს:
- ფსიქოლოგისა და აღმზრდელ-პედაგოგების ერთობლივი მუშაობის სისტემა,
- რისკ ჯგუფის მოსწავლეებთან მუშაობის სტრუქტურა,
- პანდემიის მდგომარეობისა და ონლაინ სწავლების მახასიათებლები და მათი გავლენა მოსწავლეების ფსიქო კლიმატზე.
აუდიტორის ვიზიტი გაგრძელდა უმაღლესი სკოლის მმართველ გუნდთან რამაზ ფარესაშვილსა და ნანო დაშნიანთან.
შემოწმდა უმაღლესი სკოლის შენობის ინფრასტრუქტურა და სადეზინფექციო პროცედურები. შეხვედრაზე მონიტორინგი ჩაუტარდა:
- როგორ განხორციელდა ონლაინ სასწავლო სისტემიდან ოფლაინ რეჟიმზე გადასვლა და რა სირთულეები გამოიწვია ამ პროცესმა,
- როგორ იმართება თანამშრომელთა ტესტირებების პროცედურა და ვაქცინაციის მონიტორინგი,
- როგორ იმართება მოსწავლეთა და თანამშრომელთა ყოველდღიური დასწრება/გაცდენები,
როგორია კოვიდის შიდა გავრცელების პრევენციის პროცედურები
შემდეგ შედგა შეხვედრა საბაზო სკოლის მმართველ გუნდთან, სადაც აუდიტორი შეხვდა ნინო დოლიძეს და გიორგი ბახტაძეს და მონიტორინგი ჩაუტარდა:
- ონლაინ და ოფლაინ სასწავლო პროცესების მართვას,
- მოსწავლეთა და თანამშრომელთა დასწრება/გაცდენების პროცედურებს,
- საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმებს.
დღის ბოლოს შედგა აუდიტორისა და აიბი მთიების ადმინისტრატორის ვასო კენჭუაშვილის შეხვედრა, სადაც შემოწმდა:
- სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა,
- შესყიდვის პროცედურები,
- ტრანსპორტის, ვიდეო კამერების, ცეცხლმაქრებისა და სახანძრო სიგნალიზაციების მდგომარეობა.