აიბი მთიებში გრძელდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტის ISO : 45001-2018 გარე აუდიტორის მონიტორინგი, რესერთიფიცირების მიზნით.
დღე მეორე:
—- დღეს გაიმართა შეხვედრა აუდიტორსა და ხარისხის სამსახურის მენეჯერ სალომე ჩხეიძეს შორის, სადაც აუდიტს დაექვემდებარა:
· 2020-2021 სასწავლო წელს ჩატარებული სამუშაობის ანალიზი აიბი მთიების მმართველი გუნდის მიერ.
—- ჩატარდა სასადილო დარბაზისა და სამზარეულოს მონიტორინგი, სადაც შემოწმდა:
· ინფრასტრუქტურა;
· პროდუქტის განთავსების წესები და შესაბამისობა სტანდარტის მოთხოვნებთან;
· პროდუქტის მაცივარში შენახვის წესები;
· საკვები პროდუქტის მომზადების წესები;
· სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები;
· პერსონალის კომპეტენცია და ცნობიერება.
· სასადილო დარბაზში მოსწავლის კვების პროცესზე შემოსვლის გრაფიკის დაცვა;
· სასადილო დარბაზის პერსონალის მიერ სანიტარულ- ჰიგიენური ნორმების დაცვა;
· სასდილო მაგიდებთან მოსწავლეთა განთავსება დისტანციის დაცვით;
· დასუფთავებისა და დეზინფექციის ამსახველი დოკუმენტაცია;
—- დღე გაგრძელდა დაწყებით სკოლაში მონიტორინგით, სადაც შემოწმდა დაწყებითი სკოლის ინფრასტრუქტურა და სანიტარულ- ჰიგიენური ნორმები.
აუდიტორის შეხვდა დაწყებითი სკოლის დირექტორ ნინო აბაშიძეს და სააღმზრდელო სამსახურის მენეჯერებს სოფო შარაშიძესა და სოფო ღვინიაშვილს.
მონიტორინგი ჩაუტარდა:
· თითოეული მათგანის საქმიანობას და ჩართულობას მოსწავლეების დღის რეჟიმში;
· როგორ მართავენ მიმდინარე პროცედურებს და როგორია მათი კონტროლის მექანიზმები;
· როგორ უწევენ მონიტორინგს დღის რეჟიმის პროცედურების წარმართვას;
· როგორ კონტროლდება მოსწავლეთა დასწრება/გაცდენა და მათი აქტიურობა/ჩართულობა;
· როგორ ხორციელდება კლასების აღმზრდელებთან დროული კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა;
· როგორაა გაწერილი მიმდინარე კვირის გეგმები;
· რა მიმართულების პროექტები იგეგმება და როგორ იმართება მათ მიერ;
· რამდენად გამართულია დოკუმენტაციის ელექტრონული წარმოება;
· რაგორ იმართება უსაფრთხო დღის რეჟიმი კოვიდ 19-ის რეგულაციების გათვალისწინებით;
· როგორ მზადდებიან აღმზრდელ-პედაგოგები ოფლაინ და ონლაინ სასწავლო რეჟიმების წარმართვისთვის და რა ტრენინგები უტარდებათ მათ.
—- შედგა აუდიტორისა და აიბი მთიების ექიმის ნანა შუბითიძის შეხვედრა, სადაც შემოწმდა:
· მოსწავლეების მომართვიანობის რაოდენობა;
· საშუალოდ დღიურად რამდენი მოსწავლე იწერება სახლში ავადობის მიზეზით;
· როგორ ხდება გაცდენების კონტროლი ავადობის მიზეზით;
· რა პროექტებში იღებს მონაწილეობას;
· მედიკამენტების აღრიცხვიანობის ფორმა: შეძენა/ვადები/ხარჯთაღრიცხვა;
· როგორ ხდება ვადაგასული მედიკამენტების განადგურება;
· თანამშრომლების კოვიდ ტესტირების შედეგები.
—- შედგა აუდიტორისა და დღის რეჟიმის მენეჯერ მაკა მარიხაშვილის შეხვედრა. მონიტორინგი ჩაუტარდა:
· როგორ კონტროლდება თანამშრომელთა და მოსწავლეთა გაცდენები;
· როგორ ჩატარდა მოსწავლეთა გაცდენების აღრიცხვიანობის ტრენინგი;
· როგორია გამცდენი მოსწავლის გამოცხადების პროცედურა;
. როგორ ხდება ონლაინ მოსწავლეების გაცდენების მართვა;