დღეს აიბი მთიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები: მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერი – მერი ხვიჩია, კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი – სოფო შენგელია და კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი – დავით ნატროშვილი.
მათ გააცნეს უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამები და სწავლების მეთოდოლოგია, ესაუბრნენ დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტუდენტური რესურსების შესახებ.
ასევე კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგული ღონისძიებების მენეჯერმა მერი ხვიჩიამ და აიბი მთიების ჰუმანიტარული და ტექნიკური მიმართულებების მენეჯერებმა ლიკა სიდამონიძემ და პაატა დუმბაძემ ერთად განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები.