ლიბრარიუმი

უწყვეტი განათლების სივრცე

2019 წელს შპს აიბი მთიებმა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესების ხელშეწყობისთვის და პროფესიული განვითარებისთვის ააშენა ბიბლიოთეკის შენობა და შექმნა უწყვეტი განათლების სივრცე _ ლიბრარიუმი. კიდევ ერთი კომპორტული გარემო მოსწავლეთათვის და თანამშრომელთათვის.

პროფესიული განვითარების სივრცე

ლიბრარიუმის სივრცე კომპორტული გარემოა პედაგოგთა და თანამშრომელთა პროფესიული ზრდის, არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებისთვის. აქ ტარდება თრენინგები, პროფესიული გამოცდილების გაზიარება, ახალი სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდოლოგიის  მოძიება და დამუშავება.

სასწავლო-სააღმზრდელო პროექტები

აიბი მთიების მოსწავლეები და აკადემიური ჯგუფი აქტიურად იყენებს ლიბრარიუმის სივრცეს სხვადასხვა სასწავლო-სააღმზრდელო და აკადემიური პროექტების მიმდინარეობისას. ლიბრარიუმის სივრცის ტექნიკური და წიგნადი რესურსი მოსწავლეთათვის ხელის შემწყობია ინფრომაციის მოძიების, დახარისხება/გაანალიზების და დამუშავების პროცესში.

ეროვნული ბიბლიოთეკა - აიბი მთიების პარტნიორი

2020 წლის 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სკოლა პანსიონ აიბი მთიებს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქარველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და სკოლა პანსიონი აიბი მთიები ერთობლივად გაატარებენ სხვადასხვა სახის კულტურულ და საგნამნათლებლო ღონისძიებებს.

კითხვის საათი

აიბი მთიების დაწყებითი სკოლის მოსწავლეები კვირის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო მოთხრობებისა და ზღაპრების კითხვას უთმობენ დროს. საკითხავად ლიბრარიუმსაც სტუმრობენ, თავად ირჩევენ ლიტერატურას და პედაგოგისა და აღმზრდელ-პედაგოგის კოორდინირებით კითხულობენ, ისვენებენ წიგნთან ერთად.

გაკვეთილები ლიბრარიუმში

აიბი მთიების ხუთივე სკოლის პედაგოგები გეგმავენ და ატარებენ, როგორც შემაჯამებელ, ასევე მიმდინარე და მიმოხილვით გაკვეთილებს ლიბრარიუმის სივრცეში. განსხვავებული ტიპისა და ფორმატის გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა საგნისადმი ინტერესის გაღვივებასა და მოტივაციის ამაღლებას.

„უთქმელი აზრების ისტორია“

აიბი მთიების საბაზო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა პროექტში „უთქმელი აზრების ისტორია“. გააცოცხლეს სხვადასხვა ლიტერატურული და ისტორიული პერსონაჟები და წარმოადგინეს საკუთარი ხედვა პერსონაჟთა ფიქრებისა და აზრებისა, რაც ნაწარმოების მიღმაა დარჩენილი.