უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი: რამაზ ფარესაშვილი
აიბი მთიების უმაღლესი სკოლის კურიკულუმი მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიცემასა და ამავე დროს, ხელს უწყობს მოსწავლეების მიერ არჩეული პროფესიების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას.
კურიკულუმის სტრუქტურა მორგებულია საბაკალავრო განათლების ძირითად აკადემიურ დისციპლინებზე და მოსწავლეები სკოლაშივე ეცნობიან მათ მიერ შერჩეული ფაკულტეტების ძირითად დარგებს. ამ პროცესს უზრუნველყოფს უმაღლესი სკოლისა და უნივერსიტეტის საქმიანი თანამშრომლობა, ბაკალავრიატის შერჩეული საგნების ადაპტირებული კურსებისა და დარგობრივი აკადემიური პროექტების ჩართვა 11-12 კლასების კურიკულუმში.
აიბი მთიების პროფილური განათლების სამი სკოლა – საბუნებისმეტყველო, ტექნიკური და ჰუმანიტარული – როგორც ზოგადი განათლების უმაღლესი საფეხურის საგანმანათლებლო ინსტიტუცია, მოსწავლეებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის ამზადებს, აძლევს პროფესიული განათლების საფუძველს და აქვს ისეთი კურიკულუმები, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება იმოქმედოს და იპოვოს საკუთარი თავი, წარმატება და ბედნიერება სახელმწიფოში და უფრო ფართოდ მსოფლიოში.
პროფილურ სკოლებს, თბილისის უნივერსიტე-ტებთან ერთად შემუშავებული აქვთ პრეკალკულუსის, ეკონომიკის, ინჟინერიის. ეკოლოგიური ქიმიის, ასტრონომიის, კონსერვაციული ბიოლოგიის, ქვეყანათცოდნეობის, სამართლის საფუძვლების, აკადემიური წერის, მსოფლიო ლიტერატურის ისეთი პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს ბაკალავრიატის შესაბამისი აკადემიური დისციპლინების საკვანძო საკითხებს. ცალკეული სკოლის ასეთი კურიკულუმი უზრუნველყოფს უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენს კურსდამთავრებულთა ინტეგრირებას შესაბამის საბაკალავრო პროგრამებში.
პროექტის განხორციელება ემსახურება უმაღლესი სკოლის მოსწავლის განვითარებას შემეცნებით და კვლევით სფეროში და მიზნად ისახავს მოსწავლემ ისწავლოს დამატებითი სახელმძრვანელოს, ქრესტომათიის, წყაროების და ინტერნეტ რესურსის გამოყენება; პროგრამული და ზეპროგრამული სასწავლო მასალის შესწავლა-შეჯერება; სიახლის, აქამდე მისთვის უცნობი ფაქტების აღქმა და აღქმულის ვერბალური და წერილობითი ფიქსაცია; მრავალფეროვანი საინფორმაციო სფეროდან საჭირო ინფორმაციის მიღება და მისი მიზანმიმართულად, კომპეტენტურად დამუშავება; კვლევის შედეგად კრიტიკული, მაგრამ ობიექტური დასკვნების გაკეთება და წერილობით გადმოცემა; მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება; სწორი კარიერული არჩევანის გაკეთება.
აიბი მთიების საშუალო სკოლაში ფუნქციონირებს სააღმზრდელო სამსახური, რომელიც ახორციელებს უფროსკლასელი მოსწავლის ასაკობრივ განვითარებაზე მორგებულ პროგრამას .
აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა სამ ეტაპიანია;
საშუალო სკოლის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ, როგორც აიბი მთიების პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლები, ისე პროფესიული განათლების ცენტრები, სხვადასხვა პროფესიის კვალიფიციური წარმომადგენლები.