ელემენტალური განათლების ძირითადი ამოცანაა მოტივაციის შექმნა სწავლისადმი პოზიიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, სამოსწავლო უნარების განვითარება. ამ ეტაპზე მოსწავლე სწავლობს სხვადასხვა დისციპლინების ენას

დაწყებითი სკოლის ძირითადი მიზანია ცალკეული საგნობრივი დისციპლინების მიერ ფაქტობრივი ცოდნის დაგროვება და შესაბამისი უნარების განვითარება. ცოდნის სისტემატიზაცია და მიღებული ცოდნის გამოყენების მცდელობა

საბაზო განათლების აკადემიური პროგრამები ხელს უწყობს მოზარდის ინტელექტუალურ და ფსიქო-ემოციურ განვითარებას. უზრუნველყოფს სწავლების თანამედროვე მოდელებით გათვალისწინებულ მაღალი ხარისხის განათლებას, ფიზიკური  განვითარებისა და სოციალური უნარების სინთეზს

ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მომზადებას დარგობრივი დისციპლინების ღრმად და საფუძვლიანად შესწავლაში, დაეხმაროს რაც შეიძლება მეტი გაიგოს არჩეულ პროფესიაზე თეორიული და პრაქტიკული სწავლების გზით

აიბი მთიებმა შეიმუშავა “Online სკოლის” აკადემიური და სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა, რომელშიც ასახულია სრულფასოვანი სასწავლო – სააღმზრდელო გეგმა და ითვალისწინებს მოსწავლის განათლების ხელშეწყობას ეროვნული სასწავლო გეგმისა და აიბი მთიების სტანდარტის შესაბამისად