
IB მთიები ახალ საერთაშორისო საგანმანათლებლო ეპოქას იწყებს!
გიწვევთ 2025-2028 წლის სტრატეგიის პრეზენტაციაზე, სადაც გაიგებთ, რომ პირველად საქართველოში IB მთიები
- ოფიციალურად გახდა კემბრიჯის St. Andrew’s College-ის პარტნიორი, რომელთან ერთად განახორციელებს აკრედიტირებულ A-Level საერთაშორისო პროგრამას
- ოფიციალურად მიიღო უფლება და გახსნა პირსონ ედექსელის ავტორიზებული საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი!
- 2025-2026 სასწავლო წლიდან იწყებს Primary | GCSE | A-Level საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას
ღონისძიების მთავარი სპიკერები, საერთაშორისო განათლების ლიდერები:
ვეინ მარშალი – კემბრიჯის St. Andrew’s College-ის დირექტორი, რომელიც გაგიზიარებთ ბრიტანული განათლების მიდგომებსა და საქართველოში პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას
ეფი სტასოპულუ – Pearson-ის რეგიონალური განვითარების მენეჯერი, რომელიც პირველად წარადგენს Edexcel-ის შესაძლებლობებს საქართველოში, და საუბრობს განათლების გლობალურ ხარისხზე
IB მთიები კი ამ ყველაფერს წარმოადგენს არა როგორც იდეას, არამედ სამწლიან გეგმას, კონკრეტულ ნაბიჯებსა და ძლიერ პარტნიორებს
მომავალი იწყება აქ და შენთან ერთად!