
ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ბუნებას!
კიდევ ერთი განსაკუთრებული დღე აიბი მთიებისა და მისი ეკო კლუბისათვის – „მეგობრები ბუნებისთვის“!
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით გამართულ კონკურსში „მე ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“, ჩვენი ეკო კლუბი თბილისის მასშტაბით 50 სკოლას შორის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა!
კლუბის 15-მა საოცარმა წევრმა ღირსეულად გაიარა პირველი ტური და საინტერესო ეკო-სოციალური ხედვით, პასუხისმგებლობითა და საქართველოს ბუნებისადმი სიყვარულით წარმოაჩინა აიბი მთიები
განსაკუთრებული მადლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეკო განათლების მხარდაჭერისა და ჩვენთან თანამშრომლობისთვის დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)
მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა პარტნიორს —ჩვენ ვქმნით მომავალს, სადაც ბუნებას სჭირდება მეგობრები.