
აიბი მთიები – ტრადიცია, ღირებულებები და ახალი ხედვები.
მრავალი წელია, აიბი მთიები სააღდგომო მარხვის ფარგლებში ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს – „ერთი დღე ეკლესია-მონასტრებში“
ეს დღე მოსწავლეებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა – გაეცნონ ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას, გააღრმავონ სულიერი და კულტურული ცნობიერება და შეისწავლონ ის ღირებულებები, რაც საუკუნეებს აერთიანებს.
წლევანდელი პროექტი მთელი სკოლის მასშტაბით განხორციელდა, თუმცა კემბრიჯის St. Andrew’s College-ის Pre-A Level კლასის მონაწილეობა განსაკუთრებული იყო: მოსწავლეებმა იმოგზაურეს იმ წმინდა ადგილებში, სადაც ქართულ მართლმადიდებლობასა და კათოლიკურ ტრადიციას შორის ღრმა ისტორიული პარალელები იკვეთება – შუასაუკუნეების ქრისტიანულ მემკვიდრეობაში.