საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის -„ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსის გამარჯვებული, მეორე ადგილის მფლობელი, სკოლა „აიბი მთიების“ მოსწავლე გვანცა ძმანაშვილი გახდა. მას SEU – სგან სპეციალური პრიზი და 800 ლარი, გადაეცა.
ასევე დაჯილდოვდა გამორჩეული თხზულების ავტორი, აიბი მთიების მოსწავლე გვანცა ფხალაძე
მოსწავლეების წარმატებაში განსაკუთრებით მნიშველოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელსა და პედაგოგს ნონა ლეშკაშელს.
კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“ ბატონი გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით ტარდება. ხოლო 2021 წლიდან, კონკურსის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.
აიბი მთიები ულოცავს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამ დიდ წარმატებას!