11.07.2024

11 ივლისს, ბარსელონა – სიჯესში გაიხსნა 2 დღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტი. საქართველოდან სამიტზე მიწვეულია აიბი მთიების გენერალური დირექტორი ნინო ჩიკვაიძე. სამიტი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან კოლაბორაციისა. შემოგვიერთდით და თვალყური ადევნეთ სამიტის განახლებებს და ინფორმაციას. ერთად გავაგრძელოთ მომავალი თაობისათვის სასწავლო გარემოს დახვეწა და გამრავალფეროვნება!. დაწვრილებითი ბმული ღონისძიების შესახებ იხ. აქ #EducationalSummit #Barcelona…

05.07.2024

-გვაქვს პატივი, დასრულებულად გამოვაცხადოთ აიბი მთების STEAM საზაფხულო ინგლისურენოვანი სკოლის პროგრამა! 4 კვირის მანძილზე ჩვენმა პატარებმა და პედაგოგებმა აჩვენეს წარმოუდგენელი თავდადება, ენთუზიაზმი და ზრდა. დღეს მათი შრომა და მიღწევები სიმბოლური სერტიფიკატით აღვნიშნეთ. დიდი მადლობა ჩვენს საოცარ მასწავლებლებს, მხარდამჭერ მშობლებს და, რაც მთავარია, ჩვენს შესანიშნავ მოსწავლეებს! თქვენმა ძალისხმევამ და გატაცებამ ეს ზაფხული დაუვიწყარი გახადა. გისურვებთ წარმატებას…

20.06.2024

აიბი მთიების პატარა 5 წლიანი კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სრული კურსი. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოსწავლეებს.

17.06.2024

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის -„ვწერ თავისუფალ თემას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის გამარჯვებული, მეორე ადგილის მფლობელი, სკოლა „აიბი მთიების“ მოსწავლე გვანცა ძმანაშვილი გახდა. მას SEU – სგან სპეციალური პრიზი და 800 ლარი, გადაეცა. ასევე დაჯილდოვდა გამორჩეული თხზულების ავტორი, აიბი მთიების მოსწავლე გვანცა ფხალაძე მოსწავლეების წარმატებაში განსაკუთრებით მნიშველოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელსა…

24.05.2024

აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები შემდეგ საგნებში: გამოცდები წარიმართა ჩვენი პარტნიორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიებში. იმიტირებული გამოცდები ეხმარება სტუდენტებს მოემზადონ ზუსტად იმ სტილის გამოცდისთვის, რაც მათ ჩაუტარდებათ ზაფხულში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე. დიდი მადლობა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს მე-12 კლასელებისთვის სტუდენტური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.