სულ მალე აიბი მთიები მსოფლიო საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე საკუთარ საპატიო ადგილს მონიშნავს.
2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისიდან დღემდე წარმატებით ხორციელდება იმ ტიპის საქმიანობა, რაც მნიშვნელოვნად გასაზღვრავს ინტეგრაციის პროცესს.
2-4 აპრილს აიბი მთიებში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა კემბრიჯის St. Andrew’s კოლეჯის STEM პროგრამების ხელმძღვანელი, ენდი ფლაუერი.
ვიზიტის ფარგლებში ჩვენი ბრიტანელი პარტნიორი
- დაესწრო აიბი მთიების 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელ STEAM კონფერენციას ,,თანამოქმედება მომვალისათვის/SYNERGY FOR THE FUTURE’’
- გამართა მოლაპარაკებები აიბი მთიების დამფუძნებელთან, ფინანსურ დირექტორთან, იურიდიულ სამსახურსა და საგარეო ურთიერთობების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს მემორანდუმთან დაკავშირებული საკითხები
- ესტუმრა აიბი მთიების დაწყებით, საბაზო და საშუალო სკოლას, სადაც საშუალება მიეცა, გაცნობოდა სკოლების ინფრა-სტრუქტურასა და მათ სასწავლო-სააღმზრდელო პოლიტიკას
- შეხვდა აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მმართველ და აკადემიურ გუნდს, სადაც წარადგინა პრეზენტაცია St. Andrew’s კოლეჯისა და კერძოდ pre A level-ის კურსის შესახებ, რომელსაც მომდევნო აკადემიური წლიდან აიბი მთიებთან ერთად განახორციელებს
- გაიცნო და სამომავლო გეგმები წარუდგინა აიბი მთიების საბაზო და უმაღლესი სკოლის მშობლებს, მოსწავლეებსა და პედაგოგებს
- საინტერესო ამბები და წარმატებები გრძელდება, გვიგულშემატკივრეთ მსოფლიო მასშტაბით.