პირველად სასკოლო სივრცეში!
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას, ინიციატივით აიბი მთიების უმაღლეს სკოლაში ახალ სასწავლო სისტემას ჩაეყარა საფუძველი.
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრისა და აიბი მთიების ორგანიზებით უმაღლესი სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის, დაიწყო ტრენინგ კურსი სახელწოდებით „მეწარმეობა: ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“.
აიბი მთიებისათვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.
ტრენინგკურსი მოიცავს სამდღიან ინტენსიურ მენტორინგ სესიებს და თემატურ ვორკშოპებს.
ტრენინგკურსის პირველი შეხვედრის ფარგლებში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის წარმომადგენელმა, ანა დოლიძემ და ცენტრის ბენეფიციარი სტარტაპი Rollycks-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, საბა არუდაშვილმა, განიხილეს ისეთ თემები, როგორებიცაა:
- რა არის ანტრეპრენერობა და როგორია ანტრეპრენერის როლი ბიზნესში ?რა არის სტარტაპი და ვინ არის სტარტაპერი?
- ინოვაციის როლი ანტრეპრენერობაშიროგორც უნდა დავიწყოთ სტარტაპ იდეების გენერირება?
შეხვედრის განმავლობაში, პრაქტიკული ვორკშოპის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაცნობოდნენ სტარტაპ იდეის გენერირებისა და პრეზენტირების პროცესს.
აიბი მთიები უღრმეს მადლობას უხდის კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმაღლესი სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.