აიბი მთიების 2024 წლის პრიორიტეტულ საკითხს სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა წარმოადგენს.
„მშობელთა სივრცის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა უმაღლესი სკოლის მშობელთა აუდიტორიასთან. შეხვედრის თემა იყო „აბიტურიენტი – მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მომავალი წარმატებისთვის“.
შეხვედრა ფილოლოოგის დოქტორმა, გია მურღულიამ და ფსიქოლოგიის დოქტორმა ნანა გოგიჩაშვილმა წარმართეს.
მშობლებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს აიბი მთიების აბიტურ – პროგრამასთან დაკავშირებით და უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შესახებ.