აიბი მთიები, საქართველოს წითელი ჯვარი, ანსამბლი ,,მართვე”და კოლეჯი ,,სპექტრი” გთავაზობთ შემაჯამებელ-საქველმოქმედო ღონისძიებას – STEAM პროექტი ,,ქართული ფოლკლორი’’
ღონისძიების მხარდამჭერია ბაზარი ორბელიანზე და გარდენია შევარდნაძე.
აიბი მთიებში რამდენიმე თვის მანძილზე განხორციელდა STEAM საგანმანათლებლო სისტემით სწავლება, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს და საკუთარი ხელით შექმნეს ქართული რეწვის ნიმუშები, შეისწავლეს ხალხური საბრძოლო და შრომის სიმღერები, ისწავლეს კერამიკის, ჭედურობისა და ხეზე კვეთის ხელობა და სხვ.
მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მართავს გრანდიოზულ გამოფენა-გაყიდვას და შემოსულ შემოწირულობას საქართველოს წითელი ჯვარი გადაურიცხავს ისრაელის დავითის წითელ ვარსკვლავსა და პალესტინის წითელ ნახევარმთვარეს ისრაელი-პალესტინის კრიზისის შედეგად დაზარალებული ბავშვების საჭიროებებზე რეაგირებისთვის.
ღონისძებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ:
- მონაწილეობა მიიღონ კერამიკისა და ხეზე კვეთის სწავლების პროცესში;
- წაიკითხონ ხალხური პოეზიის ნიმუშები;
- იმღერონ და იცეკვონ ანსამბლთან ერთდ;
- ითამაშონ ქართულ ხალხური სამაგიდო თამაშები;
- დაწნან ყვავილების გვირგვინები;
დასწრება თავისუფალია და მონაწილეობა ძალიან მნიშველოვანი!