26.10.2023
აიბი მთიებში გრძელდება პროექტი ,,სამკუთხედი”, რომლის ფარგლებშიც საბაზო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უმასპინძლეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების ოფისის თავმჯდომარეს, ბატონ აბდულმელიკ ალკანს. შეხვედრა თემა – ,,საკომუნიკაციო კულტურა” საინტერესო ფორმატში წარიმართა, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებში, ისე პედაგოგებში საკომინიკაციო უნარების გაუმჯობესებისა და მისი ეფექტურად მართვისათვის სასწავლო პროცესში.