გრძელდება აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის” ერთობლივი პროექტი ,,სახელობო განათლება”.
მე-11 კლასის 94 მოსწავლე მომავალი სამი თვის განმავლობაში კოლეჯში გაივლიან მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებს და დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე.
აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კოლეჯ სპექტრს, სადაც მათ უმასპინძლა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს, დაათვალიერებინა ინფრასტრუქტურა და გააცნო პროფესიული პროგრამები.
აღნიშნულ პროექტში განსაკუთრებით დიდია მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა.
აიბი მთიები დიდ მადლობას უხდის კოლეჯ სპექტრის პედაგოგებს და მის დირექტორ მათე ტაკიძეს თანამშრომლობისთვის და მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.