29.09.2023

აიბი მთიებსა და კოლეჯს ,,სპექტრი” შორის ურთიერთთანამშრომლობა ახალ ფაზაში შედის პირველად, ჩვენი პარტნიორობის ისტორიაში, ვიწყებთ STEAM საგანმანათლებლო სისტემის ელემენტებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. 2023-2024 სასწვლო წლის ოქტომბერში გთავაზობთ სასტარტო პროექტს ,,ფოლკლორი”.

29.09.2023

აიბი მთიებში განახლდა საუნივერსიტეტო და სასტუდენტო უნარების გავითარებაზე უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა. 28 სექტემბერს ვუმასპინძლეთ ქართულ-ამერიკულ (GAU) უნივერისტეტს. შეხვედრას ესწრებოდნენ აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეები. უნივერისტეტის წარმომადგენლებმა, ბატონმა გიორგი თაქთაქიშვილმა და ქალბატონმა ანა ჭიპაშვილმა საინტერესოდ ისაუბრეს სტუდენტური ცხოვრების, გამოწვევებისა და მათთვის ფართო შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა ე.წ. ქოუჩინგი თემაზე: ,,გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება”.

29.09.2023

აიბი მთიებში დაიწყო STEAM საგანმანათებლო სისტემის დანერგვის II ეტაპი- პროექტებზე დაფუძნებული სწავლება. ჩვენი უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, გიორგი ლომთაძის, ინიციატივით 25-27 სექტემბერს გამართა გაეროს (UN) კონფლიქტების რეზოლუციის საკომიტეტო მუშაობის მოდელირება. პროექტი წარიმართა ლონდონის ბიზნეს სკოლასთან LSE ერთად. პროექტში მონაწილეობა მიიღეს აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებმა. პროექტში მონაწილე საუკეთესო რეზოლუციის…