26.10.2023

აიბი მთიებში გრძელდება პროექტი ,,სამკუთხედი”, რომლის ფარგლებშიც საბაზო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა უმასპინძლეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების ოფისის თავმჯდომარეს, ბატონ აბდულმელიკ ალკანს. შეხვედრა თემა – ,,საკომუნიკაციო კულტურა” საინტერესო ფორმატში წარიმართა, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებში, ისე პედაგოგებში საკომინიკაციო უნარების გაუმჯობესებისა და მისი ეფექტურად მართვისათვის სასწავლო პროცესში.

24.10.2023

აიბი მთიების ,,მშობელთა სივრცე” ამჯერად მოზარდებს და მათი აკადემიური შედეგების მართვაზე დიალოგს დაეთმო. ინტერაქციული ხასიათის შეხვედრას ტრადიციულად მასპინძლობდნენ ფილოლოგიის დოქტორი: გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ნანა გოგიჩაშვილი, უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი რამაზ ფარესაშვილი და საბაზო სკოლოს ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.

23.10.2023

აიბი მთიებში გრძელდება პროექტი ,,მშობელთა სივრცე”, რომლის ფარგლებშიც მშობლებს შევთავაზეთ, მონაწილეობა მიეღოთ კვების პროცედურაში. ამჯერად მათ კვების ბლოკის ღია სივრცემ უმასპინძლა.

16.10.2023

2023 – 2024 სასწავლო წელს აიბი მთიების ერთ-ერთი პრიორიტეტი მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებაა.  ამ მიზნით აიბი მთიების გენერალურმა დირექტორმა ნინო ჩიკვაიძემ, ფინანსურმა მენეჯერმა ანა ჯავახიშვილმა და საშუალო სკოლის ხელმძღვანელმა რამაზ ფარესაშვილმა მონაწილეობა მიიღეს EduTech Europe საგანმანათლებლო გამოფენასა და ვორქშოფში, რომელიც ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქში ამსტრდამში 11-12 ოქტომბრს გამოფენასა და ვორკშოფზე წარმოდგენილნი იყვნენ ევროპისა და ამერიკის…

11.10.2023

IB მთიების, როგორც ISO 450001 საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელის, პრიორიტეტულ საკითხს მოსწავლეთა უსაფრხოება წარმოადგენს. დღეს IB მთიების პერსონალისთვისა და მოსწავლეთათვის ჩატარდა უსაფრთხოების ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციიდან ,,ბიზნეს უსაფრთხოების ასოციაცია”. მსგავსი აქტივობების განხორციელება მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.

07.10.2023

გრძელდება აიბი მთიებისა და კოლეჯი ,,სპექტრის” ერთობლივი პროექტი ,,სახელობო განათლება”. მე-11 კლასის 94 მოსწავლე მომავალი სამი თვის განმავლობაში კოლეჯში გაივლიან მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებს და დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე. აიბი მთიების მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ კოლეჯ სპექტრს, სადაც მათ უმასპინძლა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს, დაათვალიერებინა ინფრასტრუქტურა და გააცნო პროფესიული…

06.10.2023

აიბი მთიების მე-10 კლასის სააღმზრდელო პროექტის “გაეცანი პროფესიებს” ფარგლებში, მოსწავლეებმა უმასპინძლეს ცნობილ და საყვარელ ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას. სტუმრებმა საინტერესო დიალოგი წარმართეს. საუბრის თემა ძირითადად მსახიობის პროფესიას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს შეეხო.

03.10.2023

აიბი მთიებში ,,მშობელთა სივრცე” განახლებული ფორმატითა და ბევრი იდეით იწყებს ახალ სასწავლო წელს. დღეს წლის პირველი შეხვედრა შედგა დაწყებითი სკოლის I-II კლასის მშობლებთან თემაზე ,,მშობლის სასწავლო გარემოში ადაპტაცია”. შეხვედრას უძღვებოდნენ ფილოლოგიის დოქტორი ბატონი გია მურღულია და ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი ქალბატონი ნანა გოგიჩაშვილი. შეხევედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რაც თავის მხრივ, გვიბიძგებს, ხელი შევუწყოთ მსგავსი შეხვედრების ხშირად…

29.09.2023

აიბი მთიებსა და კოლეჯს ,,სპექტრი” შორის ურთიერთთანამშრომლობა ახალ ფაზაში შედის პირველად, ჩვენი პარტნიორობის ისტორიაში, ვიწყებთ STEAM საგანმანათლებლო სისტემის ელემენტებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას. 2023-2024 სასწვლო წლის ოქტომბერში გთავაზობთ სასტარტო პროექტს ,,ფოლკლორი”.

29.09.2023

აიბი მთიებში განახლდა საუნივერსიტეტო და სასტუდენტო უნარების გავითარებაზე უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობა. 28 სექტემბერს ვუმასპინძლეთ ქართულ-ამერიკულ (GAU) უნივერისტეტს. შეხვედრას ესწრებოდნენ აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეები. უნივერისტეტის წარმომადგენლებმა, ბატონმა გიორგი თაქთაქიშვილმა და ქალბატონმა ანა ჭიპაშვილმა საინტერესოდ ისაუბრეს სტუდენტური ცხოვრების, გამოწვევებისა და მათთვის ფართო შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა ე.წ. ქოუჩინგი თემაზე: ,,გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება”.

29.09.2023

აიბი მთიებში დაიწყო STEAM საგანმანათებლო სისტემის დანერგვის II ეტაპი- პროექტებზე დაფუძნებული სწავლება. ჩვენი უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, გიორგი ლომთაძის, ინიციატივით 25-27 სექტემბერს გამართა გაეროს (UN) კონფლიქტების რეზოლუციის საკომიტეტო მუშაობის მოდელირება. პროექტი წარიმართა ლონდონის ბიზნეს სკოლასთან LSE ერთად. პროექტში მონაწილეობა მიიღეს აიბი მთიების უმაღლესი სკოლის ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული სკოლის მოსწავლეებმა. პროექტში მონაწილე საუკეთესო რეზოლუციის…