“მომავლის აიბი მთიები”
აიბი მთიებში გრძელდება ერთწლიანი და ექვსწლიანი სტრატეგიული დაგეგმარება და 2023-2024 სასწავლო წლის პრიორიტეტების განსაზღვრა, სადაც მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა STEAM მეთოდოლოგიის ჩართვას სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებში.
თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში, STEAM-ის მეთოდოლოგიის დანერგვამ მიმდინარე სასწავლო წელს, აიბი მთიების უმაღლესი სკოლის აკადემიურ პროექტებსა და გაკვეთილებში, წარმატებით განახორციელა პროცესები.
ინჟინერია, ეკონომიკა, რობოტიკა, პრეკალკულუსი, ჰუმანიტარული აზროვნების საფუძვლები, ბიზნეს ინგლისური, მათემატიკა და არქიტექტურა არის ის საგნები, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს მოსწავლეების მიერ განხორციელებული პროექტის „მომავლის მთიები“ შესრულებაში.
X და XI კლასის მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს მათი ხედვით სასწავლო პროცესის განვითარებაზე ორიენტირებული მისია, კონცეფცია, კურიკულუმის სქემა, ტექნოლოგიურად აღჭურვილი სასკოლო ინფრასტრუქტურა და ბიზნეს გეგმა და ასევე გაკვეთილის პროცედურის ახალი ფორმა.
აიბი მთიების ადმინისტრაციისა და მოსწავლეების ერთობლივი ჩართულობითა და თანამშრომლობით წარმოდგენილი იდეები გათვალისწინებული იქნება აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მომავალი სასწავლო წლის დაგეგმარებაში.
წარმოდგენილ პროექტებში გამოირჩეოდა:
- 10 ტ1 კლასის პროექტის „მომავლის მთიები“-ს კონცეპტუალური გეგმის თეორიული და პრაქტიკული ნაშრომი. პროექტის წარმდგენები: ალექსანდრე ჭოველიძე, პეტრე ყალიჩავა, დემეტრე საჯაია და გიორგი ლომთაძე. სასწავლო- სააღმზრდელო პროგრამების კოორდინატორი: ქეთევან ჯოხაძე.
- 11 ჰ კლასის ინოვაციური სასწავლო-პროგრამული პაკეტი. პროექტის წარმდგენი: გვანცა ძმანაშვილი. სასწავლო- სააღმზრდელო პროგრამების კოორდინატორი: ლელა ტაბატაძე.
მათ დამსახურებული გამარჯვება და შესაბამისი ჯილდოები მოიპოვეს.
აღსანიშნავია პროფილური სკოლების მენეჯერების ლიკა სოდამონიძისა და პაატა დუმბაძის ჩართულობა პროექტის მომზადებაში. პროექტის კონსულტანტები იყვნენ: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, კოლეჯი სპექტრი.