აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებთან განხორციელდა გერმანული და რუსული ენების სამოტივაციო შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე “ცხოველთა სამყაროში”.
მოსწავლეები ესტუმრნენ ზოოპარკს, დაათვალიერეს ცხოველები, გააკეთეს საკუთარი ხელით შექმნილი წიგნების პრეზენტაცია და ერთმანეთს მიღებული ცოდნა გაუზიარეს უცხო ენებზე.
მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს.