15.05.2023

აიბი მთიების მე-10 კლასის სააღმზრდელო პროექტის “გაეცანი პროფესიებს” ფარგლებში, მოსწავლეები ესტუმრნენ კოლეჯ სპექტრს, სადაც მათ უმასპინძლა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ, რომელმაც საინტერესო მეგზურობა გაუწია მოსწავლეებს, დაათვალიერებინა ინფრასტრუქტურა და გააცნო პროფესიული პროგრამები. მოსწავლეები მომავალი სასწავლო წლიდან კოლეჯში გაივლიან მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებს და დაეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს მათი ინტერესებიდან გამომდინარე. აიბი მთიები დიდ მადლობას უხდის კოლეჯ სპექტრის გუნდს…

15.05.2023

აიბი მთიების ტრანზიტულ სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეებთან განხორციელდა გერმანული და რუსული ენების სამოტივაციო შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე “ცხოველთა სამყაროში”. მოსწავლეები ესტუმრნენ ზოოპარკს, დაათვალიერეს ცხოველები, გააკეთეს საკუთარი ხელით შექმნილი წიგნების პრეზენტაცია და ერთმანეთს მიღებული ცოდნა გაუზიარეს უცხო ენებზე. მოსწავლეებმა ხელნაკეთი წიგნები სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს.

12.05.2023

აიბი მთიების ტრანზიტული სკოლა ერთი დღით პურის მუზეუმად გადაიქცა. მოსწავლეებმა 30 მდე სახეობის უნიკალური პური გამოფინეს და დამთვალიერებელს წარუდგინეს. ეროვნულ სამოსში შემოსილმა მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა ქართული ფოლკლორის შესახებ და ყველა თაობის სტუმარს გაუზიარეს პოეზიით, სიმღერით, სამოსითა და ქართული ტრადიციული გემოებით. ფოლკლორის დღეები აიბი მთიებში გრძელდება.

11.05.2023

აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა იმიტირებული ეროვნული გამოცდები შემდეგ საგნებში: გამოცდები წარიმართა ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) კომპიუტერულ აუდიტორიებში. იმიტირებული გამოცდები ეხმარება სტუდენტებს მოემზადონ ზუსტად იმ სტილის გამოცდისთვის, რაც მათ ჩაუტარდებათ ზაფხულში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე. დიდი მადლობა სეუს უნივერსიტეტს მე-12 კლასელებისთვის სტუდენტური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.

11.05.2023

აიბი მთიებში დაიწყო 2023-2024 სასწავლო წლის განახლებულ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებზე მუშაობა. კომპანიის დამფუძნებლებისათვის წლის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემებზე მორგებული ინფრასტრუქტურის შექმნა. 10-11 მაისს აიბი მთიებს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ IB წარმომადგენლები IB ბორდის წევრები: ლეილა ბეკერი (კომპანიის დირექტორი) და კადრი აკდემირი (ფინანსური მენეჯერი). მათ დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ სკოლის მმართველ გუნდს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა თუ…