აიბი მთიების ლიბრარიუმის „წიგნის კლუბი“-ში საინტერესო შეხვედრები გრძელდება .
დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქართული მითების, მითიური გმირებისა და მათი სამყაროს შესახებ ლიტერატურის გაცნობა, და ანიმაციების მითოლოგიური კუთხით დანახვა.
მე-3-4 კლასის მოსწავლეებს შეხვდა ხელოვნებათმცოდნე თამარ ჩხატარაშვილი, რომელმაც ურთულესი საკითხები, ძალიან მარტივად, გასაგებად და საინტერესოდ გააცნო პატარა მოსწავლეებს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართული ფოლკლორი და მითოლოგიური პასაჟები ქართულ ანიმაციებში: კომბლე, წუნა და წრუწუნა, მტრობა.
ქართული მითების განხილვის ბოლო ნაწილი ვორქშოფით დასრულდა.
მოსწავლეებმა წაკითხული მითების მიხედვით წლის კალენდარი შექმნეს, რომელზეც მათთვის საინტერესო გმირების ილუსტრაციები და საინტერესო ამბები დაიტანეს.