02.05.2023

აიბი მთიების ლიბრარიუმის „წიგნის კლუბი“-ში საინტერესო შეხვედრა გაიმართა ლიტერატორ და მოგზაურ გურო დავითლიძესთან. ტრანზიტული სკოლის მოსწავლეებმა ჟიულ ვერნის სამყაროში იმოგზაურეს და მათთვის ყველაზე მეტად საინტერესო საკითხების განსახილველად მოწვეულ სტუმართან საინტერესო დისკუსია გამართეს. ჩვენმა მოგზაურმა ძალიან საინტერესო საუბრებით, საკუთარი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების გაზიარებით დააკმაყოფილა მოსწავლეთა ინტერესები მოგზაურობისა და თავგადასავლების შესახებ და პატარა მოსწავლეებთან ერთად სამომავლო მოგზაურობაც…

01.05.2023

აიბი მთიების ლიბრარიუმის „წიგნის კლუბი“-ში საინტერესო შეხვედრები გრძელდება . დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქართული მითების, მითიური გმირებისა და მათი სამყაროს შესახებ ლიტერატურის გაცნობა, და ანიმაციების მითოლოგიური კუთხით დანახვა. მე-3-4 კლასის მოსწავლეებს შეხვდა ხელოვნებათმცოდნე თამარ ჩხატარაშვილი, რომელმაც ურთულესი საკითხები, ძალიან მარტივად, გასაგებად და საინტერესოდ გააცნო პატარა მოსწავლეებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქართული ფოლკლორი და მითოლოგიური…

28.04.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში გაიმართა საინტერესო შეხვედრა გაუს ბიზნეს სკოლის ვიცე დეკანთან, ნატო ტორონჯაძესთან. შეხვედრის თემას წარმოადგენდა: მეწარმეობა და სტარტაპ ბიზნესი, როგორ დავიწყოთ ჩვენი იდეების რეალიზება, როგორ მოვახდინოთ პროდუქტის თუ მომსახურების შექმნა/ ბაზარზე გასვლა / რეალიზება და რა უნარები და ცოდნაა ამისთვის საჭირო.

27.04.2023

აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა იმიტირებული ეროვნული გამოცდა ინგლისურ ენაში. გამოცდა წარიმართა ჩვენი პარტნიორი, კავკასიის უნივერსიტეტის კომპიუტერულ აუდიტორიებში. იმიტირებული გამოცდები ეხმარება სტუდენტებს მოემზადონ ზუსტად იმსტილის გამოცდისთვის, რაც მათ ჩაუტარდებათ ზაფხულში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე. დიდი მადლობა კავკასიის უნივერსიტეტს მე-12 კლასელებისთვის სტუდენტური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.