აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ეცნობიან პროფესიებს საინტერესო შეხვედრებით.
ამჯერად მოსწავლეების შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და აიბი მთიების ტექნიკური სკოლის STEAM განათლების კონსულტანტი ავთო მღებრიშვილი. მან საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა წარმართა მომავლის პროფესიებზე და მოსწავლეებს გააცნო ის მიმართულებები, რომლებიც დღეს და უახლოეს წლებში ყველაზე მოთხოვნადი იქნება, ესაუბრა მათ სასურველი პროფესიებისთვის საჭირო ცოდნის, უნარებისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობებზე და თანამედროვე სამყაროს იმ კომპიუტერულ მიღწევებზე, რამაც არაერთი საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია გააჩინა სამუშაო ბაზარზე.