ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში ჩატარდა აიბი მთიების სასწავლო წლის შემაჯამებელი შემოქმედებითი კონფერენცია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექნილი მაკეტები, წლის მანძილზე მომზადებული ნამუშევრები აქტუალური თემების გარშემო და ელექტრონული ჟურნალი, რომელიც თავისუფალი აზროვნების და იდეების გამოხატვის სივრცეა.
აიბი მთიების 2022-2023 სასწავლო წლის პრიორიტეტს წარმოადგენდა STEAM განათლების სისტემის დანერგვა, რის ფარგლებშიც მთელი წლის სასწავლო სისტემა დაფუძნებულია პროექტებით სწავლებაზე. ეს მოსწავლეს საშუალებას აძლევს ჰქონდეს პასუხი კითხვებზე: “რატომ ვსწავლობ მე ამას და სად და როგორ გამოვიყენებ?”
საერთო შედეგის მისაღებად სასწავლო წლის მანძლზე ერთობლივად მუშაობდნენ: აიბი მთიები, უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯი სპექტრი.
მნიშვნელოვანია, რომ ამ სრულ პროცესში ჩართულნი იყვნენ მოსწავლეები, პედაგოგები, სააღმზრდელო სისტემის კოორდინატორები და მშობლები ერთობლივად.
კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს და რესურს ცენტრის წარმომადგენლები, ასევე დიდუბის გამგეობისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები და კოლეჯ სპექტრის მმართველი გუნდი.
დიდ მადლობას ვუხდით მათ სასწავლო პროცესების განვითარებაში აქტიური თანამშრომლობისთვის