04.04.2023

ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში ჩატარდა აიბი მთიების სასწავლო წლის შემაჯამებელი შემოქმედებითი კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექნილი მაკეტები, წლის მანძილზე მომზადებული ნამუშევრები აქტუალური თემების გარშემო და ელექტრონული ჟურნალი, რომელიც თავისუფალი აზროვნების და იდეების გამოხატვის სივრცეა. აიბი მთიების 2022-2023 სასწავლო წლის პრიორიტეტს წარმოადგენდა STEAM განათლების სისტემის დანერგვა, რის ფარგლებშიც მთელი წლის სასწავლო სისტემა დაფუძნებულია პროექტებით…

01.04.2023

აიბი მთიების დაწყებით სკოლაში ხელოვნებისა და ინგლისურის ინტეგრირებული შემოქმედებითი სამოტივაციო პროექტი წარიმართა. მესამე კლასის მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, იმოგზაურეს კოსმოსში, გაეცნენ მზის სისტემას, პლანეტებს და პირველ მოგზაურებს კოსმოსში. მიღებული ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

01.04.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეების წარმატებული შედეგები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში: 28 მარტს ევროპის უნივერსიტეტში პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციის ინიციატივით, ასევე Liberty • ლიბერთი ბანკისა და ” სოფტგენ – ჯგუფი”-ს მხარდაჭერით მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დახურვის ცერემონია გაიმართა. აიბი მთიების დირექტორატი ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას.

31.03.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ეცნობიან პროფესიებს საინტერესო შეხვედრებით. ამჯერად მოსწავლეების შეხვდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობის და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და აიბი მთიების ტექნიკური სკოლის STEAM განათლების კონსულტანტი ავთო მღებრიშვილი. მან საინტერესო ინტერაქციული შეხვედრა წარმართა მომავლის პროფესიებზე და მოსწავლეებს გააცნო ის მიმართულებები, რომლებიც დღეს და უახლოეს წლებში ყველაზე…

30.03.2023

აიბი მთიებს ესტუმრა ეროვნული საგამოცდო ცენტრის ბიოლოგიის ჯგუფის წევრი, სრული პროფესორი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნანა დვალიშვილი. შეხვედრა შედგა საბუნებისმეტყველო მიმართულების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. მოწვეულმა სტუმარმა აბიტურიენტებს გააცნო საგამოცდო პროგრამა და ისაუბრა ტესტის სტრუქტურის, საგამოცდო დროისა და გამოცდის სხვა ტექნიკურ მხარეებზე.