01.03.2023

გრძელდება აიბი მთიების თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში. მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან. ამჯერად ონლაინ ლექცია გაიმართა თემაზე “ჩინეთი მსოფლიოს პოლიტიკურ ასპარეზზე”.

28.02.2023

შემოქმედებითი პროექტი ინგლისურ ენაში. აიბი მთიების მეხუთე- მეექვსე კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენაზე ბერძნულ მითებს გაეცნენ. შეისწავლეს სხვადასხვა მითი, ღმერთები თუ ქალღმერთები. პროექტის ფინალი საინტერესო თეატრალური დადგმით წარმოადგინეს პროექტი წარიმართა ინგლისურის კათედრის ხელმღვანელობით, პედაგოგები: ხათუნა ფერაძე და ნანა ხარებაშვილი.

28.02.2023

აიბი მთიების მე-12 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში ისინი მომავალი წლიდან სწავლას განაგრძობენ სასტიპენდიო პროგრამების დაფინანსებით შემდეგ უნივერსიტეტებში: მარიამ აბესაძე – Instituto Marangoni, Fashion design school in Milan, Italy სანდრო კალანდარიშვილი – College of Liberal Arts at the University of Minnesota, Minneapolis, USA ალექსანდრე ფარცვანია – Faculty of Computer Science BSCS, Baylor…

27.02.2023

აიბი მთიებმა უმასპინძლა ესტონეთის ორ სკოლას Lasnamäe Gümnaasium და Tallinna Tondiraba Huvikool, მათდირექტორს და წამყვანი სპეციალისტებს. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა თბილისის კერძო სკოლის სპეციფიკის გაცნობა და სამომავლო ერთობლივი მოსწავლე-ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა. შეხვედრას ორგანიზება გაუწია ახალგაზრდულმა ასოციაცია დრონმა, რომელიც 2017 წლიდან ითავსებს “Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსი საქართველოში” საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას.

27.02.2023

#ForbesWoman-ის უახლესი ნომრის ყდაზე: IB მთიები – მომავლის ხედვა ინტერვიუ ნინო ჩიკვაიძესთან და ანა ჯავახიშვილთან ინტერვიუს ავტორი: მაკა ცხვედიანი ფოტოგრაფი: ლაშა ღუღუნიშვილი.

26.02.2023

25-26 თებერვალს აიბი მთიების დირექტორი, ნინო ჩიკვაიძე და ხარისხის მართვისა და განვითარების მენეჯერი, სალომე ჩხეიძე, სასწავლო სისტემების სრულყოფის მიზნით მონაწილეობდნენ English Book Education-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სასწავლო კონფერენციაში. აიბი მთიები იწყებს 2023-2024 სასწავლო წლის ახალ სასწავლო სისტემებზე მუშაობას.

24.02.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩაატარა ბრენდის სტრატეგმა და Live.com.ge -ს დამფუძნებელმა ალექს ჩიქოვანმა. მოწვეული სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა თვითბრენდინგზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ საკუთარი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის რეალიზება, როგორ “გავყიდოთ” საკუთარი შესაძლებლობები და რა ძირითადი ეტაპებია გასავლელი სასურველი მიზნის მისაღწევად შეხვედრამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მოსწავლეების მხრიდან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმარს.…

23.02.2023

თამაშები თანამედროვე ქართულ არქიტექტურასთან აიბი მთიების IX კლასის მოსწავლეების ძალიან საინტერესო ნამუშევრები არქიტექტურის პედაგოგის თორნიკე დადიანის ხელმძღვანელობით

23.02.2023

კოლეჯ “სპექტრისა” და :”აიბი მთიების” პროფესიული განათლების ერთობლივი პროექტი წლევანდელი მე-11 კლასელებისთვის წარმატებით დასრულდა. მოსწავლეები უკვე სერთიფიცირებული ახალგაზრდები არიან სასურველი მიმართულებებით. პროექტი გაგრძელდება მომავალ წელს.

22.02.2023

ინგლისური ენის საინტერესო და მხიარული გაკვეთილები პირველკლასელთათვის პატარა მოსწავლეებმა სამოტივაციო ღონისძიების “ცოცხალი ანბანის” ფარგლებში იმუშავეს და წარმოადგინეს ხელნაკეთი ასოები. კვირის განმავლობაში შექმნეს სახალისო გარემო ინგლისურენოვანი სიმღერებით, ლექსებითა და ანბანის გაცოცხლებით სხვადასხვა თამაშებით.