აიბი მთიები იწყებს ჰუმანიტარული მიმართულების ელექტრონული ჟურნალის გამოცემას სახელწოდებით “შთა-გონება”.
ჟურნალი ხელს უწყობს ჰუმანიტარულ განათლებას და სკოლას ახალ საინტერესო გზას უკვალავს. ამ ტიპის განათლება განსაზღვრავს საზოგადოების სოციალურ და აკადემიურ სახეს.
ჟურნალში წარმოდგენილია მოსწავლეთა შემოქმედება შემდეგი რუბრიკებით: ლიტერატურა, ისტორია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, პოლიტიკა, მოდა და დიზაინი, კულინარია, სამართალი, რელიგია და “ჩვენი მწერლები”.
ელექტრონული ჟურნალის წარმოებაში ჩართულნი იქნებიან მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები. იხილეთ ელექტრონული ჟურნალი ლინკზე: https://journalshtagoneba.ge