27.03.2023

აიბი მთიებმა განახორციელა მასშტაბური გასვლითი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა  ეკლესია- მონასტრების, როგორც ისტორიული ძეგლების მონახულებას, მონასტრული ცხოვრების გაცნობას, ბერ-მონაზვნებისთვის შესაწირისა და სააღდგომო ნობათის მირთმევას და მათთან საინტერესი საუბრების წარმართვას. პროექტმა გააერთიანა დაწყებითი, საბაზო და უმაღლესი სკოლების 1300-ზე მეტი მოსწავლე. მათ გამგზავრებამდე შეისწავლეს მონასტრების ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა დღე მხიარული და საინტერესო პიკნიკით დასრულდა.

23.03.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის პროექტ “აირჩიე პროფესიის “ ფარგლებში შედგა საინტერესო შეხვედრა კარაპს მედლაინის ექიმ მანანა ქოჩიაშვილთან, რომელიც მეან-გინეკოლოგი და რადიოლოგია. მან მოსწავლეებს გააცნო პროფესია ექიმი, რა უნარები სჭირდება ამ პროფესიის ადამიანს და რას მოიცავს ძირითადი სამუშაო საქმიანობა. მოსწავლეები ასევე იმყოფებოდნენ კარაპს მედლაინის კლინიკაში და საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ პროფესიას.

21.03.2023

აიბი მთიებისა და გაეროს მოდელირებული სამიტის თანამშრომლობა ქ.ნიუ იორკში განახლდა . აიბი მთიების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს მოდელირებულ სამიტში, სადაც მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს, შეეცადნენ სხვა თვალით დაენახათ და ემსჯელათ სამყაროში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, შეიძინეს მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რაც მთავარია, საშუალება ექნებათ მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანატოლებს გაუზიარონ სკოლაში. ვულოცავთ აიბი მთიების…

20.03.2023

აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეები საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ესტუმრნენ სეუს უნივერსიტეტს. მათ ძალიან საინტერესო ლექცია ჩაურდათ თემაზე: როგორ ავირჩიო პროფესია და რა უნარებს უნდა მივაქციო ყურადღება არჩევისას. ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის კამპუსი და გაცნობოდნენ სტუდენტურ გარემოს. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს!