აიბი მთიებში წარმატებით მიმდინარეობს მოსწავლეთა ექსპერიმენტული პროექტი „ისწავლე-ასწავლე“, რომელშიც მე-11 კლასის ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.
პროექტის ფარგლებში საგონობრივი კათედრების მიერ გადამზადებული მოსწავლეები დაწყებით სკოლაში გაცდენილი საათების ჩანაცვლებას ახორცილებენ სხვადასხვა მიმართულებებით და საჭიროების შემთხვევაში ითავსებენ აღმზრდელ-პედაგოგის ფუნქციასაც.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში განავითაროს ისეთი უნარები, როგორიცაა: სწორი პროფესიული არჩევანი, პასუხისმგებლობა, დროის მენეჯმენტი და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება.
პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მოსწავლეები წახალისდნენ ერთჯერადი ფულადი ჯილდოთი.