07.03.2023

აიბი მთიების მოსამზადებელ ჯგუფში STEAM განათლების სისტემით ჩატარდა მსოფლიო ლიტერატურის გაკვეთილი ,,პინოქიო”, რაც წარმოადგენდა ინტეგრირებულ პროექტს. მასში მონაწილეობა მიიღეს ქართულის, მათემატიკის, მეცნიერების, ინგლისურისა და ხელოვნების პედაგოგებმა. STEAM გაკვეთილის თემა წარმართა დაწყებითი სკოლის პედაგოგმა ლევან კაკლიანმა. პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის კათედრამ წარმართა სამოტივაციო ღონისძიება “მოსწავლე მოსწავლისთვის”, სადაც უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო და სახალისო გაკვეთილი მოსამზადებელ…

06.03.2023

აიბი მთიები – მშობელთა სივრცე აიბი მთიების მორიგი ინოვაციური პროექტი, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო პროცესში მშობელთა ჩართულობას ეძღვნება, აგრძელებს ინტერაქციულ შეხვედრებს. პროექტის ფარგლებში შეხვედრა წარმართა პროექტის ხელმძღვანელმა გია მურღულიამ თემით: „როგორ მოვამზადოთ ბავშვები რეალური ცხოვრებისთვის“. დიალოგის პროცესში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები, დაისვა ბევრი კითხვა და გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები.

01.03.2023

აიბი მთიების საბაზო სკოლაში წარიმართა აკადემიური პროექტი “ლაბორატორია”. ტექნიკური მიმართულების მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე “ენერგიები სამყაროში” თემის გარშემო, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრისა და მათემატიკის კათედრის ერთობლივი ხელმძღვანელობით წარიმართა. პროექტის ფინალისთვის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრეზენტაციები წარედგინათ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმრებისთვის, გამოფენას ესტუმრნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მკვლევარი კახა ქარჩხაძე, ი.ჯავახიშვილის უნივერსიტეტის…

01.03.2023

გრძელდება აიბი მთიების თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლის მიზანია აიბი მთიების უფროსკლასელთა ჩართულობა მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში. მორიგი საინტერესო შეხვედრა გაიმართა ავსტრიის ვებსტერის უნივერსიტეტთან. ამჯერად ონლაინ ლექცია გაიმართა თემაზე “ჩინეთი მსოფლიოს პოლიტიკურ ასპარეზზე”.

28.02.2023

შემოქმედებითი პროექტი ინგლისურ ენაში. აიბი მთიების მეხუთე- მეექვსე კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენაზე ბერძნულ მითებს გაეცნენ. შეისწავლეს სხვადასხვა მითი, ღმერთები თუ ქალღმერთები. პროექტის ფინალი საინტერესო თეატრალური დადგმით წარმოადგინეს პროექტი წარიმართა ინგლისურის კათედრის ხელმღვანელობით, პედაგოგები: ხათუნა ფერაძე და ნანა ხარებაშვილი.