აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩაატარა ბრენდის სტრატეგმა და Live.com.ge -ს დამფუძნებელმა ალექს ჩიქოვანმა.
მოწვეული სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა თვითბრენდინგზე, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ საკუთარი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის რეალიზება, როგორ “გავყიდოთ” საკუთარი შესაძლებლობები და რა ძირითადი ეტაპებია გასავლელი სასურველი მიზნის მისაღწევად
შეხვედრამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მოსწავლეების მხრიდან, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმარს. @Alex Chikovani.