აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ემზადებიან სტუდენტობისთვის. საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლების გაცნობის მიზნით მოსწავლეები მორიგი ვიზიტით ესტუმრნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. მათ საინტერესო შეხვედრა ჰქონდათ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია:
ეროვნული გამოცდების სპეციფიკასა და უნივერსიტეტის მიერ კოეფიციენტების განაწილებაზე,
უნივერსიტეტის სტრუქტურაზე, შეფასების სისტემასა და სწავლის სპეციფიკაზე ფაკულტეტების მიხედვით,
გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობაზე,
სტუდენტურ ცხოვრებასა და სხვადასხვა პროექტებზე. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოსწავლეებს და ეხმარება მათ, სწორად აირჩიონ სასურველი უნივერსიტეტი და პროფესია. ისინი უკვე ეცნობიან იმ საუნივერსიტეტო გარემოს, სადაც მომავალი წლიდან დაიწყებენ სტუდენტურ ცხოვრებას.