აიბი მთიებში საინტერესო შეხვედრები გრძელდება: საბაზო და უმაღლესი სკოლის მოსწავლეებს თავისუფალი თეატრის დამფუძნებელი და მთავარი დირექტორი ავთო ვარსემაშვილი შეხვდა. საინტერესო საუბარი შედგა თეატრალური ხელოვნების ისტორიაზე, თეატრის დანიშნულებასა და რეჟისორის პროფესიაზე.
დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა ქართველი მწერალი და მთარგმნელი, რეჟისორი მიხეილ ანთაძე.
დისკუსია ვეფხისტყაოსნის გარშემო წარიმართა, თუ როგორ უნდა გაიაზრონ სწორად მისი შინაარსი და რა გავლენა აქვს ამ ასაკში პოემის გაცნობას.